06 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
კიმ ჩენ ინი დასავლეთში ბრაზილიის მოქალაქის ყალბი პასპორტით მოგზაურობდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დასავლეთ ქვეყნებში სამოგზაუროდ, თაღლითური გზით შეძენილ ბრაზილიის მოქალაქის პასპორტს იყენებდა. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერსი ავრცელებს.

რამდენიმე დასავლური ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტოს აცნობა, რომ იგივე სქემით კიმ ჩენ ინის მამა და ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერიც მოქმედებდა.

დასავლეთის ქვეყნებში გასამგზავრებლად საჭირო ვიზების მოსაპოვებლად, ჩრდილოეთ კორეის მმართველი ოჯახი ყალბი პასპორტებით 90-იან წლებში სარგებლობდა. დოკუმენტები სულ მცირე ორ დასავლურ ქვეყანაში ვიზების მოსაპოვებლად იყო გამოყენებული. იგივე პასპორტების დასჭირდათ კიმ ჩენ ინ-სა და კიმ ჩენ ირ-ს ბრაზილიაში, იაპონიასა და ჰონ-კონგში მგზავრობის დროს.

დღის ამბები