06 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში დაკავებულ ჯგუფს, რომელთა შორისაც საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ბრალად სამართალდამცველებზე თავდასხმა წაუყენეს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, უკრაინის 7, საქართველოს 5 და მოლდოვის ერთ მოქალაქეს პოლონელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

მას შემდეგ რაც აგრესიული ქმედების გამო პოლიციის პატრულმა მათ საბუთების წარდგენა მოთხოვა, აღნიშნულ პირთა ჯგუფი ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხა.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს და 5 თავდამსხმელი ფეხებში დაჭრეს. დაკავებულთაგან ნაწილს 10  წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები