06 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
რუსეთის ჩარევა აშშ-ს 2016 წლის არჩევნებში - ამერიკელმა სპეცსამსახურებმა მტკიცებულებები მოიპოვეს

შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა, 2016 წლის არჩევნებამდე, სახელმწიფო ინტერნეტ პორტალების რუსი ჰაკერების მიერ გატეხვის მტკიცებულებები მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰაკერული თავდასხმის სამიზნე შვიდი შტატის, ხმის მიცემის სარეგისტრაციო სისტემები გახდა. მიუხედავად ამისა ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ვებ-გვერდების გატეხვას საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, აქვთ თუ არა სპეც-სამსახურებს ჰაკერების რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირის მტკიცებულებები.

დღის ამბები