„ქვეითების უფლებები მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ისაუბრა. ცვლილების თანახმად, პირველი მარტიდან 14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსები ვალდებულები იქნებიან, რომ მხოლოდ მოსაცდელებში გააჩერონ.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით თქვენ იცით, რომ ჩვენ წელს ახალი ევროპული ტიპის 100 ერთეულ ავტობუსს შემოვიყვან. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში სრულად მოხდება ჩანაცვლება ახალი ავტობუსების შემოყვანით. ყვითელი ავტობუსები, რომელმაც ყველანაირი რესურსი ამოწურა, გარდა ამისა, კიევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქვეითების უფლებები მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული,“- განაცხადა კახა კალაძემ.