20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა 116 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 116 პატიმარი შეიწყალა. 73 მათგანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებს, 43-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალებულებს შორის არიან მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირებიც.

კომისიაში დღეს არ დაუკონკრეტებიათ, არიან თუ არა შეწყალებულებს შორის ყოფილი თანამდებობის პირები ან გახმაურებული საქმეების ფიგურანტები.

კომისიამ სულ 858 განაცხადი განიხილა.

 

 

დღის ამბები