20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
დროა, ოპოზიციამ გადაწყვიტოს, რომელ მხარეს დგას - ვაშაძე ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

"ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ვაშაძის განცხადებით, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ არსებული პოლიტიკური რეალობა შეიცვალოს, სწორედ გაერთიანებაა.

ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ოპოზიციური სპექტრი სამ ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი. მისი თქმით, დროა თითოეულმა ოპოზიციონერმა გადაწყვიტოს რომელ მხარს დგას და რას უჭერს მხარს. 

„ეს არის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შეგუებულნი არიან არსებულ სიტუაციას და ამ ჭაობში მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობენ და ფაქტობრივად არიან ხელისუფლების სატელიტები. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დამკვირვებლის როლში და ნებით თუ უნებლიედ ხელს უწყობენ არსებული სიტუაციის შენარჩუნებას და მესამე, პარტიები, რომლებიც არ ეგუებიან არსებულ ჭაობს, სჯერათ საქართველოს მომავლის, უნდათ სიახლე ქართულ პოლიტიკაში და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ რათა საქართველომ დაიწყოს განვითარების პერსპექტივა. დადგა დრო თითოეულმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, ლიდერმა ამ პოლიტიკური პარტიის, გადაწყვიტოს რომელ მხარეს დგანან,“-განაცხადა ვაშაძემ. 

დღის ამბები