06 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
პარიზში ივ სენ ლორანისა და კრისტიან დიორის მოდის სახლებმა ახალი კოლექცია წარადგინეს

მილანის შემდეგ მაღალი მოდის კვირეულს პარიზი მასპინძლობს. ახალი კოლექციები მოდის მიმდევრებს ივ სენ ლორანისა და კრისტიან დიორის მოდის სახლებმა წარუდგინეს.

ივ სენ ლორანის ჩვენება ორი ნაწილისგან შედგებოდა. თავდაპირველად მოდელები პოდიუმზე მხოლოდ მკაცრი სტილის შავი ფერის კაბებით წარდგნენ, შემდეგ კი ისინი ყვავილების პრინტებით გაფორმებულმა ჭრელმა კოსტიუმებმა ჩაანაცვლა.

კრისტიან დიორის მოდის სახლის ახალი კოლექცია კი 60-იანი წლების ახალგაზრდულ მოძრაობებს მიეძღვნა. დიზაინერმა მარია გრაცია კიურიმ მოდელებს ძირითადად ჭრელი კოსტიუმები მოარგო, რომლებზეც სლოგანები იყო ამოქარგული. ჩვენების ყველა მონაწილემ პოდიუმზე ქუდით და დიდი სათვალით ჩაიარა.

დღის ამბები