20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის საქმის დეტალები მიხეილ ჯანელიძემ ელჩებს გააცნო

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის დეტალები საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს გააცნო. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უწყებაში დღეს საგანგებოდ დაიბარეს. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული ტატუნაშვილის გადმოსვენებაში საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებას და დახმარებას ითხოვს.

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტზე განცხადება საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა გააკეთა.

„ევროკავშირის მხრიდან ნათელი განცხადება გაკეთდა, რომ ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ ქმედებისა და ასევე იმ გავლენის გამო, რომელიც ამას შეიძლება ჟენევის პროცესზე მოჰყვეს, რომელსაც ყველა მხარს ვუჭერთ, განსაკუთრებით იტალია, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, ასე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს ჟენევის დისკუსიის ფარგლებში. ეს მოვლენები, რა თქმა უნდა, არ შეუწყობს ხელს რეალური და არსებითი დიალოგისთვის საჭირო კლიმატს,“- განაცხადა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები