20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ნატო-სთან და ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი არჩევანის ერთგული ვრჩებით - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან რუსული ოკუპაციისა და მიმდინარე აგრესიის შესახებ ისაუბრა.

ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა რუსული აგრესიის მსხვერპლი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, ლიტვის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ვერ ვიტყოდი, რომ ოდესმე ჩვენს შორის დაძაბულობამ იკლო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეროვნული იდენტობა, ქვეყნის სუვერენიტეტი, მომავალი პოლიტიკური ბედი და არჩევანის თავისუფლება - ეს არ მომხდარა.

ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არის ინფორმირებული ამ რამდენიმე წლის მანძილზე მიღწეული პროცესის შესახებ - ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ნატოსთან არსებით პაკეტს, ნატო-სთან დაახლოების მექანიზმებს და სხვა მიღწევებს.

საქართველოში თითოეულ ჩვენთაგანს სურს ევროკავშირისა და ნატოს უფრო აქტიური ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენს დამოკიდებულებაზე ამ პროცესის ტემპს გავლენა არ აქვს. ჩვენ იმ მიმართულებისა და არჩევანის ერთგული ვრჩებით, რომელიც დასახულია არა ჩემს, ან ჩემი წინამორბედების მიერ, არამედ საუკუნეების წინ ქართველი ხალხის მიერ,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები