"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ოფიციალურ რუსეთს მიმართავს. შალვა ნათელაშვილი რუსეთის ფედერაციის საბჭოს და სათათბიროს ცხინვალთან შუამდგომლობასა და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დროულად გადმოსვენებაში ჩარევას სთხოვს.
მშრომელთა პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოგვარება რუსეთის ფედერაციას შეუძლია და საქართველოს მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„რუსეთის ფედერაციის საბჭოს და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გაეგზავნა მიმართა, რათა მოსკოვმა მოახდინოს ზეწოლა ცხინვალის რეჟიმზე ცხედრის გადმოსვენების დაჩქარების თაობაზე. იმედია, რუსეთის ხელსუფლება ერთხელ მაინც ჩვენს მიმართ იქნება მართმადიდებელი და გადმოგვცემს დაღუპული ვაჟკაცის ცხედარს, იმ წესში და იმ დროში, როგორც ამას მოითხოვს საერთო ქრისტიანული ღირებულებები“-განაცხადა ნათელაშვილმა.