20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების შემთხვევაში, რეინჯერების და ტყის მცველების ოჯახები, სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების შემთხევაში, რეინჯერების და ტყის მცველების ოჯახები, სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როცა რეინჯერები სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაში აქტიურად ერთვებიან და მათთვის სტატუსის მინიჭება აუცილებელია.

„აუცილებელია, რომ ამ ადამიანების საქმე შესაბამისად, დაფასდეს და იმ შემთხვევაში, თუ ესეთი უბედური შემთხვევა დადგება, მათი კომპენსაციის საკითხი იყოს დარეგულირებული. საუბარია 1000 ლარიან კომპენსაციაზე ყოველთვიურად, რომელსაც მათი ოჯახის წევრები მიიღებენ. გავრცელდება იგივე წესები, როგორც ეს ვრცელდება პოლიციის, ასევე სამხედროების შემთხვევაში და იქნება მუდმივი,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები