"ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ოპოზიციური სპექტრის გაერთიანების იდეას ეხმაურება. მისი თქმით, აუცილებელია, ოპოზიცია იყოს კოორდინირებული და ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ძალებით იმოქმედონ.
თუმცა, გუგავას განცხადებით, ოპოზიციაში არიან ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. ასეთ პარტიად გუგავა ,,ევროპულ საქართველოს“ ასახელებს და დედაქალაქის მერის იმ განცხადებას იხსენებს, სადაც კალაძემ "ევროპულ საქართველო“ კონსტრუქციული ოპოზიციური ძალა უწოდა.
"ევროპულ საქართველოსა“ და ბიძინას შორის და "ქართულ ოცნებას“ შორის არამხოლოდ სატელიტობაა, არამედ ერთ ბანდიტურ კორპორაციას წარმოადგენენ.
კალაძემ პირდაპირ განაცხადა მათი განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ და ფიგურალურად რომ შევაფასოთ ეს არის წაწლობაი საკვირველი- მათი პოლიტიკური ურთიერთობა,“-ამბობს გუგავა.