”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას მხარს უჭერს. პარტიის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს გაცნობიერებული აქვთ ერთიანობის მნიშვნელობა.
„ქვეყანა გადაიქცა ერთი პირის საკუთრებად და ყველანი, ვისაც თავმოყვარეობა აქვს მგონი უნდა შევებრძოლოთ იმას, რომ ვიყოთ ერთი პირის საკუთრების ბინადარნი და არა დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები,"-ამბობს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციის გაერთიანება სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა მოხდეს და შერჩეული უნდა იქნას ისეთი საერთო კანდიდატი, რომელიც შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას.
,,სწორედ დღეს აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრეზიდენტი, იმიტომ რომ სწორედ შეზღუდული უფლებების მქონე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ავტორიტეტი და მას უნდა ჰქონდეს გამბედაობა, რომ დაუპირისპირდეს იმ მახინჯ სისტემას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა შექმნა“-განაცხადა ბურჯანაძემ.