20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
 ,,ნაციონალური მოძრაობა" ,,ევროპულ საქართველოს" ოპოზიციის გაერთიანების ჩაშლაში ადანაშაულებს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების არსებობას ადასტურებს, თუმცა საერთო კანდიდატზე შეთნხმებას ვერ აღწევენ.

როგორც ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ოპოზიციის გაერთიანებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო ვანი-ხონის დაგეგმილი შუალედური არჩევნები იყო.

თუმცა, ხატია დეკანოიძის თქმით, ამ არჩევნებზე „ევროპულმა საქართველომ“ უკვე წარადგინა საკუთარი კანდიდატი, რამაც ამ ეტაპზე გაერთიანების შესაძლებლობა ჩაშალა.

,,მნიშვნელოვანი არის ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, რომ დაუპირისპირდეს ერთპარტიულ მმართველობას. შესაბამისად, ვანი-ხონის არჩევნები, სადაც ბრძოლა უნდა გაიმართოს საპარლამენტო მანდატისთვის არის კარგი საშუალება, კარგა საშუალებას იძლევა და იძლეოდა, რომ პირველი ოპოზიციური ერთობა მომხდარიყო ამ ვითარების გათვალისწინებისა.

სამწუხაროა, რომ ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ გაითვალისწინა კონსულტაციები, მოლაპარაკებები, რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ და დააყენა კანდიდატი ვანი-ხონის ოლქში. შესაბამისად, საფრთხის ქვეშ დადგა ეს ერთიანი ოპოზიციური ფრონტი,“ - ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები