20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
კოალიცია ,,ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ- პარტიაში ენმ-ს ბრალდებებს პასუხობს

,,თანამშრომლობა რომ შედგეს ამისათვის საჭიროა არსებობდეს ცივილური ურთიერთობები,“- ასე პასუხობენ ,,ევროპულ საქართველოში“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს.

პარტიის წევრი ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, რომ ენმ მათ წინააღმდეგ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მოქმედებს.

,,ამ ურთიერთობებს გამორიცხავს ისეთი ტიპის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მასთან დაკავშირებული ფიგურები. აქ ვხედავთ უცნაურ კოალიციას ,,ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ, სადაც ერთმანეთი იპოვეს ფაშისტურმა, პრორუსულმა , შოვინისტურმა და ისეთმა ჯგუფებმა, რომლებიც აქამდე პროდასავლურობაზე დებდნენ თავს“-ამბობს ირაკლი კიკნაველიძე.

დღის ამბები