06 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
ბორის ნემცოვის ქალიშვილი მამის მკვლელობის საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს

ჟანა ნემცოვა ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე გამოძიების თავიდან დაწყებას ითხოვს, - ამ თხოვნით ნემცოვამ ჰელსინკის კომისიის წევრ კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართა. მან მამის მკვლელობის საქმის გამოძიებაში არსებული დარღვევებზე ისაუბრა და ამერიკელ კანონმდებლებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.

,,ბოლო 3 წლის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა მამაჩემის სახელის წაშლას და საზოგადოების მსჯელობის დამთავრებას არაკვალიფიციური გამოძიების შესახებ. თუმცა ვერ მიაღწიეს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ საქმეზე საერთაშორისო ყურადღება გამახვილდა და ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სპეციალური ანგარიში მოამზადა. დღეს მე გთხოვთ დახმარებას, იგივე პროცედურა დაიწყოს ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში. მჯერა, ისეთი დეტალები გამოვლინდება, რომელზეც რუსეთის მთავრობას რეაქცია ექნება“-განაცხადა ჟანა ნემცოვამ.

ნემცოვის მკვლელობის საქმეში ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს კრემლის მიერ რამზან კადიროვის მფარველობა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის - ალექსანდრ ბასტრიკინის მიერ საქმის დახურულად გამოცხადება აჩენს.

კადიროვიც და ბასტრიკინიც შეერთებულ შტატებს მაგნიტსკის სიაში ჰყავთ შეყვანილი.

ჟანა ნემცოვამ და ოჯახის ადვოკატმა დეტალურად აუხსნეს კონგრესს, თუ რა შეცდომები იქნა მკვლელობის გამოძიების საქმეში დაშვებული და როგორ იცავს კრემლი დამნაშავეებს.

ეჭვი არ არსებობს, რომ ამ დანაშაულის კვალი სულ მცირე მიდის რამზან კადიროვამდე ან უფრო მაღალ ეშელონებში. ჩვენ მოვითხოვეთ არაერთი საგამოძიებო ღონისძიება. მათ შორის, დაეკითხათ რამზან კადიროვი, ძმები დელიმხანოვები, ფედერალური დაცვის ეროვნული სამსახურის დირექტორი გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი და სხვები. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თითქმის ყველა ჩვენს მოთხოვნაზე უარი განაცხადა,“-ამბობს ადვოკატი ვადიმ პროხოროვი.

დღის ამბები