06 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
რუს ჰაკერებს გერმანია კიბერ-თავდასხმებში ადანაშაულებს 

რუსი ჰაკერების ჯგუფს გერმანიის სამთავრობო უწყებებზე კიბერ-თავდასხმაში ადანაშაულებენ.

ხელისუფლება ადასტურებს, რომ დაზვერვის სამსახური ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს სერვერებზე განხორციელებულ კიბერშეტევებს იძიებს.

გერმანული მედიის ცნობით, თავდასხმა დეკემბერში აღმოაჩინეს, თუმცა შესაძლოა ის ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

რუსი ჰაკერების იგივე ჯგუფი იყო ეჭვმიტანილი, როდესაც 2015 წელს კიბერშეტევის მსხვერპლი გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატა და კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია გახდნენ.

დღის ამბები