06 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
”ერთხელ ჰოლივუდში” - ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ფილმში პირველად ერთად ითამაშებენ

ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ფილმში პირველად ითამაშებენ ერთად. ჰოლივუდის ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავები ახალ პროექტში კვენტინ ტარანტინომ გააერთიანა.

”ერთხელ ჰოლივუდში” - ასე ეწოდება ფილმს, რომელსაც ტარანტინო კინოსტუდია ”სონი ფიქჩერსთან” ერთად გადაიღებს.

დიკაპრიო ყოფილ ვარსკვლავს განასახიერებს, ბრედ პიტი კი მისი დუბლიორის როლს შეასრულებს.

ფილმში მოვლენები გასული საუკუნის 60-იან წლების ჰოლივუდში ვითარდება, როდესაც ამერიკა ცნობილი დამნაშავის - ჩარლზ მენსონის მიმდევრების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობებით იყო მოცული. ”ერთხელ ჰოლივუდში” კინოეკრანებზე მომავალი წლის 9 აგვისტოს გამოვა.

დღის ამბები