20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
"რეცეპტის გამოწერაზე თავს შევიკავებ"- კობა ნარჩემაშვილი ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე 

ბორჯომში შექმნილ პოლიტიკური კრიზისი თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს - ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა გააკეთა.

დეპუტატის თქმით, ბორჯომის საკრებულოსა და მერიას შორის არსებულ დაპირისპირებაში ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს.

რაც შეეხება გუშინ მუნიციპალიტეტის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას, კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფორმა პოლიტიკაში არის სრულიად მიუღებელი და დასაგმობი. 

„ვფიქრობ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ნაკლებად უნდა ერეოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში და ასე ვთქვათ, ამ რეცეპტის გამოწერაზე თავს შევიკავებ. რა უნდა მოხდეს ეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარგად იცის. ეს კარგად იცის რაც მთავარია ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელთაც საკრებულო ასეთი სახით აირჩიეს. ასეთი ფორმები პოლიტიკაში არის სრულიად მიუღებელი და დასაგმობი. მე ამას პირადად კატეგორიულად ვემიჯნები,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები