20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
ბორჯომში აქცია უნდა ჩავატაროთ მოთხოვნით: გადადგეს ნიკა მელიას წარმომადგენელი, ზაზა ჩაჩანიძე - ”ქართული ოცნების” წევრი 

„ამ წუთას ჩვენ ვართ აქციის რეჟიმში. დღეს აქცია უნდა ჩავატაროთ ბორჯომში მოთხოვნით - გადადგეს ნიკა მელიას წარმომადგენელი, ზაზა ჩაჩანიძე,“- ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კვირკველიამ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ბორჯომში საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას აანონსებენ.

„ქართული ოცნების“ წევრები ბორჯომის საკრებულოს შენობასთან დღეს არ გამოჩენილან.

ირაკლი კვირკველიამ საკრებულოს სხდომაზე გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, ბორჯომის მერიაში ხელფასები და საშტატო ერთეულები გაიზრდება და რომელსაც ოპოზიცია არ ეთანხმება.

„სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნებიდან“ 13 დეპუტატი, სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი გოგიჩაიშვილი და „პატრიოტთა ალიანსიდან“ ესწრებოდა 4 ადამიანი. კვორუმი იყო. 17-მა ადამიანმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ ბორჯომში ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტები განხორციელდეს, ეს ხელფასი ნამდვილად ეკუთვნით. ზაზა ჩაჩანიძე, ალბათ, ნიკა მელიასთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებით, დღეს კანონის სრულ იგნორირებას აკეთებს და ხელს არ აწერს მის მიერ დადგენილ და მიღებულ გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა ირაკლი კვირკველიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები