20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
,,უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ამ ტიპის ინციდენტი პირველი არ არის“ - იან კელი ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრობს

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი სამხედროს არჩილ ტატუნაშილის ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემის აუცილებლობაზე საუბრობს.

იან კელის განცხადებით, აუცილებელია საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

,,შეძრწუნებულები ვართ ამ ფაქტით. ეს არის საშინელი ტრაგედია ოჯახისა და ნათესავებისთვის. ასევე შემაძრწუნებელი სიტუაციაა. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა მოხდა იქ, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ამ ტიპის ინციდენტი პირველი არ არის.

ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ამ საკითხზე. ოკუპანტ ძალას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ვერ ვხედავ, რომ ვინმეს აეღოს ამ საქმეზე რაიმე პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ ოჯახს დაუბრუნებენ ცხედარს, რაც შეიძლება სწრაფად,"-განაცხადა იან კელიმ.

დღის ამბები