20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
აქცია ბორჯომის საკრებულოსთან - ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები

ბორჯომის საკრებულოსთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომაა, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" წევრია.

„ბორჯომს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გაუმარჯოს. ზაზა ჩაჩანიძისა და ნიკა მელიას გარდა, ბორჯომს გაუმარჯოს. არ შეიძლება ერთი ღვარძლიანი ადამიანის გამო მთელი ბორჯომი გაჩერდეს,“- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კვირკველიამ.

ვითარება ბორჯომში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების მიერ ხელფასების გაზრდის მოთხოვნას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. 

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ  დაპირისპირებაში გადაიზარდა. გვიან ღამით კი ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა და ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს. 

ბორჯომის მერიის თანამშრომლებს  "ქართული ოცნების" დეპუტატებთან ერთად გვიან ღამემდე პიკეტირებული ჰქონდათ ბორჯომის საკრებულოს შენობა და თავმჯდომარეს კაბინეტიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

ისინი ზაზა ჩაჩანიძისგან ჯერ ხელფასების მომატების შესახებ სხდომის ოქმზე ხელმოწერას, შემდეგ კი მისი თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები