20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
„გიუაშვილი ჩვეულებრივი რეციდივისტია"- ბორჯომის საკრებულოს წევრი, ივანე შალუტაშვილი

გიუაშვილი არის პროვოკატორი და ცილისმწამებელი, ჩვეულებრივი რეციდივისტია,“- ეს განცხადება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ივანე შალუტაშვილმა გააკეთა.

მან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის "ლეიბორისტული" პარტიიდან გიორგი გიუაშვილის ბრალდება, რომ შალუტაშვილმა მას სცემა, უარყო.

ივანე შალუტაშვილი ბორჯომში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციას ესწრებოდა, რომელთა მთავარი მოთხოვნაა ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომა.

ვითარება ბორჯომში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების მიერ ხელფასების გაზრდის მოთხოვნას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

შალუტაშვილმა გარკვეული პერიოდის წინ პარტია "ქართული ოცნება" იმის გამო დატოვა, რომ ფრაქცია შეექმნათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები