20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
რეზოლუცია ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე - ენმ უმრავლესობისგან კონსულტაციებში ჩართვას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ეხება, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ეხმაურებიან. 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, რეზოლუცია უნდა იყოს კონკრეტულ და მისი შემუშავება საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ უნდა მოხდეს.

,,იმედი გვაქვს რომ გვექნება კონკრეტული კონსულტაციები, იმასთან დაკავშირებით თუ რომელ პირებზე იქნება საუბარი, იმიტომ რომ ჩამონათვალი შეეხება ხოლმე კონკრეტულ პირებს, ასეთი არის საერთაშორისო პრეცედენტი.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზებები და მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ერთობლივი პოზიციის გაზიარებით მოხდეს საბოლოო ჯამში ასეთი ტიპის რეზოლუციის წარდგენა.
იმიტომ რომ მეორე მხარეს არის ,,ქართული ოცნება“ , რომელიც არის საკუთარ თავში ჩაკეტილი და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის კონსტიტუცია და რომელსაც არ გააჩნია პრინციპული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები