20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
დედაქალაქის მერმა საქმიანობის 100 დღე შეაჯამა

დედაქალაქის მერმა საქმიანობის 100 დღე შეაჯამა. კახა კალაძემ თბილისში ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და ცვლილებებზე ისაუბრა.

საქმიანობის ანგარიში რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, ურბანული განვითარებას, სატრანსპორტო, სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ საკითხებს.

კალაძის განცხადებით, განხორციელდა სტრუქტურული რეფორმა, შეიქმნა ურბანული განვითარების სამსახური, ძველ თბილისში დაიწყო მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ვამკაცრებთ რეგულაციებს, რომ ადამიანები, ვინც კონკრეტულ მშენებლობაზე მუშაობს, მაქსიმალურად იყოს მათი უსაფრთხოება დაცული. ძველ თბილისში ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, ეს არის ორბელიანის მოედნის და გულიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები,“ - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები