ბათუმის ახალმა მერმა, ლაშა კომახიძემ საქმიანობის 100 დღე შეაჯამა. პრეზენტაცია ოპოზიციის ხმაურის ფონზე წარიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახსნა-განმარტებებს ითხოვდნენ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა უკანონოა და იკვეთება კორუფციის ნიშნებიც.
ლაშა კომახიძე კი განმარტავს, რომ ადგილზე მხოლოდ გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე მშენებლობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს ბათუმის მერს, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი, არმაზ ახვლედიანი.