20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების დაკავება და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა - შეხვედრა შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა - შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. სამოქალაქო სექტორმა ოკუპანტების წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ე.წ. ტატუნაშვილ-ოთხოზორიას სია დაწესდეს. მე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამ მიმართულებით მოძრაობა მოხდეს და მართლაც მიღებულ იქნას ამგვარი გადაწყვეტილება. კონკრეტულად, ამას ჰქვია მომავალში სანქციების დაწესების ერთგვარი ბერკეტი,“ - განაცხადა ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა.

განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

„ვიმსჯელეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კიდევ დამატებით, რა მიმართულებით შეიძლება გადადგას სახელმწიფომ და მთლიანად საზოგადოებამ დამატებითი ნაბიჯები, როგორც საერთაშორისო მიმართულებით, ისე ჩვენ საზოგადოებაში,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დღის ამბები