20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
გავაკეთებ ყველაფერს, იმისთვის რომ მხარი დავუჭირო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს - ეუთოს გენერალური მდივანი

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის დაღუპვასა და რეგიონში არსებულ ვითარებას ეუთოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. ვაშინგტონში, ვილსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს თომას გრემინგერმა, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ პროცესის მხარდასაჭერად ის ყველაფერს გააკეთებს.

"მოვლენების მსგავსი განვითარებით კმაყოფილები არ ვართ. ის, რისი შეთავაზებაც ეუთოს შეუძლია, არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. ვიცი, რომ ეს არ არის განსაკუთრებულად დინამიური ფორმატი, თუმცა ვფიქრობ ის საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ ინციდენტები და სათანადოდ უნდა დავაფასოთ. გვაქვს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებისთვის. როგორც გენერალური მდივანი მე გავაკეთებ ყველაფერს, იმისთვის რომ მხარი დავუჭირო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს. საჭიროა მივაღწიოთ შეთანხმებებს, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს,”-განაცხადა გრემინგერმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი ხელმძღვანელი, ამერიკელი დიპლომატი სპენსერ ოლივერი, მოუწოდებს ქართულ მხარეს შეინარჩუნოს საერთაშორისო ყურადღება საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხზე და ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, დასავლეთის ინფორმირება განაგრძოს.

 

დღის ამბები