19 მაისი 2024,   06:05
ვრცლად
მოსამართლეთა უვადოდ გამწესება - საია საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს. საქმე ეხება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ არსებულ სამართლებრივ ნორმას.

საია-ს იურისტები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით უარის თქმის შემთხვევაში დასაბუთების ვალდებულება უნდა არსებობდეს.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა.

„მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც შეიძლება აკმაყოფილებდეს როგორც კეთილსინდისიერების, ასევე კომპეტენტურობის კრიტერიუმს, არ ხდება მისი დანიშვნა ანუ საბჭო იღებს მის დანიშვნაზე უარყოფით გადაწყვეტილებას. ეს ხდება ფარული კენჭისყრით და თავისთავად ეს უარი არ საბუთდება.

ზოგადად საკონსტიტუციო  სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, სავალდებულოა ის, რომ უარი, როგორც თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე თანამდებობაზე დანიშვნაზე იყოს დასაბუთებული,“-აცხადებს გიორგი გოცირიძე.

დღის ამბები