საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა დღეს.
დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის პირისპირ შეხვედრა მის სომეხ კოლეგასთან, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უკვე გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
ერევანში ერთდღიანი ვიზიტის დროს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს მიიღებს სომხეთის პრეზიდენტიც. საუბარი სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას შეეხება.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 2017 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისადმი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების პროცედურის გამო გადაიდო.