06 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
გერმანიაში სამთავრობო უწყებებზე რუსი ჰაკერების თავდასხმები გრძელდება 

გერმანიაში სამთავრობო უწყებებზე კიბერ-თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება.

ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების განცხადებით, უწყებამ ჰაკერებს ფედერალურ სერვერებზე შეღწევის საშუალება მისცა, ამავდროულად კი სპეციალისტები თავდასხმას აკონტროლებენ და დამნაშავეების ქმედებებს აკვირდებიან.

ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს სერვერებზე განხორციელებულ კიბერ-შეტევების შესახებ ოფიციალურმა ბერლინმა გუშინ დაადასტურა.

გერმანული მედია კიბერ-თავდასხმაში, რუსულ მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან კავშირში მყოფ რუსი ჰაკერების ჯგუფს ადანაშაულებს.

დღის ამბები