06 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის ,,ჯაველინის“ სისტემის მიყიდვის გეგმა დაამტკიცა

შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის "ჯაველინის" სისტემის მიყიდვის გეგმა დაამტკიცა.

ოფიციალური კიევი, 47 მილიონი დოლარის ღირებულების 210 ტანკ-საწინააღმდეგო სისტემას მიიღებს.

პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯაველინის სისტემები დაეხმარება უკრაინას შექმნას გრძელვადიანი თავდაცვითი შესაძლებლობები სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით.

გადაწყვეტილება განსახილველად კონგრესს გადაეცემა, რომელმაც საკითხი 30 დღის განმავლობაში უნდა განიხილოს.

დღის ამბები