06 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
ევროპაში უამინდობას 55 ადამიანი ემსხვერპლა

ევროპაში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო ევროპის ქვეყნების უმეტესობაში შეფერხებულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.

ყველაზე მეტი ადამიანი ყინვებმა პოლონეთში იმსხვერპლა, სადაც ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდე დაეცა.

ირლანდიაში კი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ თოვლს ელოდებიან. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. პარალიზებულია დუბლინის საერთაშორისო აეროპორტი, რეისები გადაიდო ჰოლანდიისა და შვეიცარიის აეროპორტებშიც.

დიდთოვლობის გამო, საფრანგეთის ქალაქ მონპელიესთან, 2000-ზე მეტი მგზავრი საავტომობილო მაგისტრალზე იყო ჩარჩენილი.

დღის ამბები