06 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები 

ავღანეთის დედაქალაქში მორიგი ძლიერი აფეთქება მოხდა. ტერორისტებმა თავდასხმა ქაბულის სამთავრობო კვარტალზე მოაწყვეს, სადაც უცხო ქვეყნების დიპლომატიური უწყებები მდებარეობს.

მომხდარის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მეორე ვერსიის თანახმად, ბომბი უცხოური კონტინგენტის სამხედრო მანქანაზე იყო დამაგრებული.

სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ რომელი ქვეყნის კონტიგენტზეა საუბარი და არც მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა უწყების განცხადებით, აფეთქების შედეგად მანქანა სრულად განადგურდა და მისი ფრაგმენტები უკვე სამხედრო ბაზაზეა გადატანილი.

 

დღის ამბები