06 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
პენტაგონსა და თეთრ სახლში ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებებს უპასუხისმგებლო უწოდეს 

პენტაგონსა და თეთრ სახლში ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებებს ახალი ბირთვული რაკეტების შექმნის შესახებ უპასუხისმგებლო უწოდეს. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ლიდერი საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაშიც დაადანაშაულა.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ამერიკელ ხალხს შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან მათი უსაფრთხოება გარანტირებულია. ვლადიმერ პუტინმა კი ახალი გამალებული შეიარაღების დაწყებაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

ყოველწლიური მიმართვის შემდეგ რუსეთის ლიდერმა ტელეკომპანია NBC-ის ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერება რუსეთმა მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა სარაკეტო შეთანხმებები დატოვა. 

დღის ამბები