20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ზუგდიდის საკრებულოში დღეს ხელფასების მომატებაზე იმსჯელებენ

ბორჯომის საკრებულოს შემდეგ ხელფასის მომატებაზე მსჯელობას ზუგდიდის საკრებულოც აპირებს,-ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპული საქართველო" ავრცელებს.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, დღეს როცა ვერ ხერხდება პენსიის მატება, სოციალურად დაუცველთა შემწეობის გაზრდა, საკრებულოებსა და მერიაში ხელფასებმა არ უნდა მოიმატოს. 

„წინააღმდეგნი ვართ, რომ დღეს ხელფასი გაიზარდოს მერის მოადგილის, მაიზერ ნანავას მეუღლემ, ნინო ქარჩავამ, მისმა დეიდაშვილმა, გიგა ფარულავამ. ხელფასი დღეს არ უნდა გაეზარდოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ლაშა ჯაიანსა და მის მეუღლეს, ნათია ქირიას, რომელიც საკრებულოში მუშაობს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

„ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრის, ლაშა დამენიას თქმით, „ევროპული საქართველო“ ვერცერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვერ დაუჭერს მხარს ხელფასებისა და დანამატების ზრდას, იმ ფონზე, როცა მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა.

დღის ამბები