იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ვერ ასახელებს თარიღს, როცა საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს გადასცემს.
სოზარ სუბარი ამბობს, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ცხედრის უმოკლეს დროში გადმოსასვენებლად და ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირის გასათავისულებლად.
,,მოლაპარაკება მიდის. მოგეხსენებათ, როცა მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ვიცით, რომ ადამიანი არის ნაწამები წელავენ, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ , რომ რამდენიმე დღეში ცხედარი გადმოეცემა და ბიჭები, რომლებსაც პრაქტიკულად შინაპატიმრობა აქვთ ისინიც გათავისუფლდებიან და ექნებათ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა“- განაცხადა სუბარმა.