20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
მართლმსაჯულების სისტემა, კანონის უზენაესობა და შრომის უფლებების დაცვა - პრეზიდენტი მესამე სექტორს  შეხვდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგი - პრეზიდენტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ.

სამოქალაქო სექტორის წევრების შეფასებით, საქართველო მიჰყვება გეგმას, თუმცა, არსებობს საკითხები, რომლებზეც უფრო აქტიური მუშაობაა აუცილებელი. მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის, კანონის უზენაესობის და შრომის უფლებების დაცვის კუთხით.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის მიმართ ხელისუფლებამ რეფორმები გაატაროს.

ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველა დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია ხელისუფლებას.

„ახლა ხდება ჩამოყალიბება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, რომელიც ასევე, ასოცირების დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. ასევე, საკმაოდ ჩამორჩენა არის შრომის კანონმდებლობასა და ინსპექციასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ჩხიკვაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გახმოვანებულ იდეებზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გააცნონ.

დღის ამბები