„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობას შეხვდა. სოფლის მაცხოვრებლები თაღლითური სქემის მსხვერპლნი არიან.
ადგილობრივების თქმით, შპს „ჯეო ტექნიკა“ განვადების ხელშეკრულებით საოჯახო ავეჯსა და ტექნიკას ყიდდა. მოსახლეობამ სხვადასხვა ნივთზე განვადების ხელშეკრულება გააფორმა, მიწოდება კი 15 დღეში მოხდებოდა.
ადგილობრივების განცხადებით, ნაყიდი პროდუქცია არ მიუღიათ, თუმცა, ტელეფონზე გადასახდელი თანხის შესახებ შეტყობინება მიუვიდათ.
ასევე, თაღლითურმა ჯგუფმა მათი სახელით ათასობით ლარის სესხი აიღეს და თანხა მოსახლეობის დასაფარია, ისინი დახმარებას ითხოვენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შესაბამის უწყებებს დაინტერესებისკენ და დახმარებისკენ მოუწოდებს.