20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
,,რუსეთის მკაფიო თუ ბუნდოვანი დადასტურება ადამიანის უფლებების დარღვევების თაობაზე იწვევს საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკულ სიკვდილს"-კობახიძე

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებულ რეზოლუციას, პარლამენტის თავმჯდომარე მოლდოვაში გაკეთებული განცხადებით ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ რეზოლუცია, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს.

კობახიძის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, არამედ ეს არის კონფლიქტი, რომელსაც მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს.

,,რუსეთის მკაფიო თუ ბუნდოვანი დადასტურება ადამიანის უფლებების დარღვევების თაობაზე იწვევს საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკულ სიკვდილს, მათ შორის მინდა ავღნიშნო ბოლო დროინდელი ფაქტი, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ციხეში.

ამ დანაშაულის მონაწილეები დაუსჯელები დარჩნენ, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას,""-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მოლდოვაში სიტყვით გამოსვლისას.

დღის ამბები