20 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
„რეზოლუცია არ უნდა იყოს კიდევ ერთი ფარატინა ქაღალდი" - სალომე სამადაშვილი

„რეზოლუცია არ უნდა იყოს კიდევ ერთი ფარატინა ქაღალდი, სადაც ჩვენს სურვილებს უბრალოდ დეკლარირებას ვუკეთებთ,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

პარტიის წევრები პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ორ რეზოლუციას გამოეხმაურნენ, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნით.

„ენმ"-ში მზად არიან, რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერ წამოწყებას მხარი დაუჭირონ, თუმცა პარტიაში ასევე განმარტავენ, რომ რეზოლუცია ქმედითი უნდა იყოს.

„ამიტომ ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, დაფიქსირდეს, აპირებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო, დაიწყოს შესაბამისი დიპლომატიური მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი იმ შემთხვევაში თუ ის ვითარება გაგრძელდება, რაც დღეს გვაქვს,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

დღის ამბები