20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
რაც ხდება ტატუნაშვილთან დაკავშირებით, არ აწყობდა საოკუპაციო რეჟიმს, არც რუსეთს აწყობდა - "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, გიორგი ლომია

„მთელმა მსოფლიომ დაადო სანქციები რუსეთს, მაგრამ ეს სანქცია არ მუშაობს და პირიქით, უფრო გაძლიერდა რუსეთი ამ სანქციების ფონზე,“- ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განაცხადა.

„პატრიოტთა ალიანსში“ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, დაუჭერენ თუ არა მხარს რუსეთის წინააღმდეგ პარლამენტში შესულ რომელიმე რეზოლუციას, რომლიდანაც ერთი „ქართულ ოცნებას“, მეორე კი „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

გიორგი ლომიას თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომაროება, მათ შორის ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობით, დაინტერესებულები არიან კონკრეტულები კონკრეტული ჯგუფები.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმს სურს დიალოგი, რაც ხდება დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუნდაც, ტატუნაშვილთან დაკავშირებით, ასეთი რამ არ აწყობდა საოკუპაციო რეჟიმს, არც რუსეთს არ აწყობდა, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა მოახდინეს ის, რაც მოხდა. გარკვეულ ძალებს ეს აწყობთ. აწყობდა ადრე, აწყობს ად ყოველთვის ენდომება, რომ მსგავსი პროცესი ვითარდებოდეს საოკუპაციო ტერიტორიაზე, ასევე ყოველთვის დაბრალდეს ოკუპანტს, რუსეთს და არ შედეგს დიალოგი,“- განაცხადა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები