20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
ენმ-ის ლიდერები დაბა აგარაში შაქრის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის ლიდერები დაბა აგარაში შაქრის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ.

აქცია ქარხნის თანამშრომლებმა უკვე მესამედ გამართეს. აქციის მონაწილეები, შაქრის ქარხნის გაჩერებას აპროტესტებენ.

საწარმო ნოემბრიდან აღარ მუშაობს, რის გამოც, 500 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. ნიკა მელია მათ მოთხოვნებს გაეცნო და პრემიერმინისტრ კვირიკაშვილს მოუწოდა, დაუყონებლივ დაინტერესდეს შექმნილი ვითარებით, შეხვდეს გაფიცულ მუშებს და დროულად მოაგვაროს მათი პრობლემა.

„500 ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს, შვილიშვილებთან ერთად არიან გამოსული და არანაირი ყურადღება. ყრუ კედელი ხვდებათ, როდესაც საკითხი ეხება ხელისუფლებას. დაუყოვნებლივ გამოეხმაუროს ბატონი კვირიკაშვილი, დაბა აგარელებს, მისი პირდაპირი ვალდებულება არის. ათწლეულებია ეს ადამიანები მუშაობენ აქ და დღეს კარგავენ სამუშაო ადგილებს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები