06 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
ტრამპმა უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვადა გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპმა უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვადა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია 2014 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ მოსკოვისთვის სამ ეტაპად დაწესებულ სანქციების პაკეტზე.

დოკუმენტში წერია, რომ დონალდ ტრამპის აზრით, ყველა ეს შეზღუდვა 2018 წლის 6 მარტის შემდეგაც უნდა დარჩეს ძალაში, რადგან ოფიციალური ვაშინგტონის შეფასებით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე უქმნის საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას.

დღის ამბები