06 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
სროლა მიჩიგანის უნივერსიტეტში - სამართალდამცველებმა 19 წლის სტუდენტი დააკავეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა 19 წლის ფერადკანიანი სტუდენტი დააკავეს, რომელმაც მიჩიგანის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გარდაცვლილები თავად თავდამსხმელის მშობლები არიან. გავრცელებული ცნობით, ჯეიმს ერიკ დევისის მამა პოლიციაში მსახურობდა და თავდასხმის დროს დამნაშავემ სწორედ მამის იარაღი გამოიყენა.

სროლის შემდეგ ეჭვმიტანილმა კამპუსის ტერიტორიიდან მიმალვა შეძლო. სამართალდამცველებმა ის რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.

დღის ამბები