06 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერ შტორმს 5 ადამიანი ემსხვერპლა

შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. სტიქიას, წინასწარი მონაცემებით, 5 ადამიანი ემსხვერპლა. უმეტესობა მათგანი ხეების წაქცევის შედეგად დაიღუპა.

სტიქიის ზონაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარეც საათში 150 კილომეტრს აღწევს, ავიამიმოსვლა და სარკინიგზო მოძრაობაც შეაფერხა.

ნიუ-იორკის, ფილადელფიისა და ბოსტონის აეროპორტებში 3 ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა წყალდიდობის საფრთხის შესახებაც გააფრთხილა.

დღის ამბები