06 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
ევროპის ქვეყნებში გაუსაძლისი ყინვისა და დიდთოვლობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ევროპის ქვეყნებში გაუსაძლისი ყინვისა და დიდთოვლობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ციმbირიდან წამოსულ ციკლონს კონტინენტზე, ბოლო მონაცემებით, 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 23 პოლონეთში დაიღუპა.

უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები ავია მიმოსვლას შეუქმნა. დუბლინის აეროპორტში ყველა რეისია გადადებული, ირლანდიის მასშტაბით დაიხურა ყველა სკოლაც.

დიდთოვლობასა და ყინვას ბრიტანეთში ძლიერი შტორმი სახელწოდებით "ემაც" დაერთო, ძლიერმა ქარმა ყველაზე მეტად ინგლისი და უელსი დააზარალა.

ბრიტანეთსა და ირლანდიაში სამაშველო სამუშაოებში არმიის ქვედანაყოფებიც ჩაერთნენ.

დღის ამბები