06 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
კინოსამყაროს წლის ყველაზე მნიშვნელოვან საღამომდე, ოსკარის დაჯილდოებამდე ერთი დღე რჩება

კინოსამყაროს წლის ყველაზე მნიშვნელოვან საღამომდე ერთი დღე რჩება. ლოს-ანჯელესი ხვალ "ოსკარის" საიუბილეო, რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს.

დოლბის თეატრის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. სპეციალისტები მნიშვნელოვან დეტალებს ასწორებენ და წვიმისგან დამცავ კონსტრუქციებს ამაგრებენ.

ლოს ანჯელესში ბოლო ორი დღეა გადაუღებლად წვიმს, თუმცა, მეტეოროლოგები ქალაქში ხვალ გამოდარებას ელოდებიან. 

დღის ამბები