20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
ირაკლი კობახიძე მოლდოველ კოლეგასა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა

„საქართველო-მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ - ამ სახელწოდებით კონფერენცია კიშინიოვში დასრულდა.

კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა. ირაკლი კობახიძე მოლდოველ კოლეგასა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრებზე მხარეებმა სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარებაზე ისაუბრეს.

"გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან, გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ასევე, მონაწილეობა მივიღეთ ჩვენ მიერ ინიცირებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სამმხრივ თანამშრომლობასთან და უსაფრთხოების საკითხებთან, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნებისთვის. იყო ძალიან საინტერესო ღონისძიება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განვითარება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

დღის ამბები