20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
გამოწვევები მართლმსაჯულებაში - „ადვოკატთა ასოციაციის“ და „კონსტიტუციის 42“-ე მუხლის წარმომადგენლები პრობლემებზე საუბრობენ

მართლმსაჯულების გამოწვევები და მთავარი პრობლემები - ამ წუთებში „ადვოკატთა ასოციაციის“ წევრები და „კონსტიტუციის 42“-ე მუხლის წარმომადგენლები „თბილისი მერიოტში“ მსჯელობენ.

მიწვევის მიუხედავად, შეხვედრაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არც ერთი მოსამართლე წევრი არ მივიდა.

ქართული მართლმსაჯულების მთავარ გამოწვევად კი კვლავ დამოუკიდებლობის ხარისხი და ნდობის დაბალი მაჩვენებელი რჩება.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის, დავით ასათიანის თქმით, სასამართლო არსებულ პრობლემაზე საუბრობს, როდესაც სისტემაში არიან სხვადასხვა წესით დანიშნული მოსამართლეთა შემადგენლობა.

„რეალურად ნდობა არის დაბალი, როგორც აღინიშნა, ინდივიდუალური მოსამართლის როლი არ არის ძლიერი და ადგილი აქვს გარკვეულ გავლენებს, რაზეც თავად მოსამართლეები საუბრობენ, რაც ჩვენთვის ნამდვილად შემაშფოთებელია,“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის წევრი, დიმიტრი ხაჩიძე აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დასჯის კუთხით არსებობს შერჩევითი პროცედურები.

„ჩვენ გვახსოვს მაგალითად შემთხვევები, როცა მოსამართლე დასაჯეს, რაღაც გამონათქვამების გამო, თუმცა ორი დღეა ვუყურებთ, როცა მოსამართლეები ერთმანეთს ლანძღავენ, თუმცა საბჭოს არანაირი რეაგირება არ აქვს,“ - აცხადებს დიმიტრი ხაჩიძე.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სასამართლო შიდა გავლენების გამო გამოწვევის წინაშე დგას.

დღის ამბები